პარლამენტის ნდობის ჯგუფში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში მოისმინეს

12/04/2023

პარლამენტის ნდობის ჯგუფში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. ნდობის ჯგუფის წევრები უწყების საქმიანობის ისეთ მიმართულებებს გაეცნენ, როგორიც არის: სასაზღვრო უსაფრთხოება, საოკუპაციო ხაზზე და მის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომები, სტრატეგიული მილსადენების დაცვა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, უწყების მიერ განხორციელებული საიდუმლო შესყიდვები. ნდობის ჯგუფის წევრებმა, ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის, ინსტიტუციური განვითარების და პრიორიტეტების შესახებ. პარლამენტის ნდობის ჯგუფი შექმნილია თავდაცვისა უშიშროების კომიტეტში და მისი მანდატი უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებზე ზედამხედველობაა. ნდობის ჯგუფს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში არიან: იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და საპარლამენტო ოპოზიციის წევრი თემურ ჯანაშია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0