ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებით, პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე საუბარი ნაადრევია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ “ტექნოპარკში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ვინ წარმოუდგენია მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ – იქნება ის მოქმედი უმრავლესობის, ან მთავრობის რომელიმე წევრი, თუ ახალი სახე, ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კითხვა ნაადრევია და „ქართული ოცნების“ ოფისში ჯერ მაჟორიტარობის საკითხს განიხილავენ.
„შემდგომ სია უნდა განმტკიცდეს. შემდეგ არჩევნებია. ალბათ უფრო გვიანდელ პროცესში გაირკვევა ვინ იქნება თავმჯდომარე. დღეს მგონი ცოტა ნაადრევია ამ თემაზე საუბარი“, – განაცხადა ივანიშვილმა.