პარლამენტის თავმჯდომარე გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

01/02/2024

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს დაგლას ვებს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა დაგლას ვებს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირა. მხარეებმა მიმოიხილეს გაეროს განვითარების პროგრამის საპარლამენტო პროექტის შედეგები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეს. შალვა პაპუაშვილმა აგრეთვე ისაუბრა მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, პრიორიტეტებსა და გეგმებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0