პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მუხროვანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ

20/12/2023

პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მუხროვანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ.
შალვა პაპუაშვილს და დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს. ​სტუმრებმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი ბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ პარლამენტარებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ​მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი სამხედრო ბაზის სამშენებლო სამუშოები მიმდინარეობს, რომელიც 24 ახალი შენობის აგებასა და 3 ძველი შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0