პარლამენტის თავმჯდომარემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს

08/04/2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს ნიკ ბერესფორდს შეხვდა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს არსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტსა და UNDP-ის შორის მიმდინარე თანამშრომლობა და დეტალურად ისაუბრეს UNDP-ის და მომავალი საპარლამენტო პროექტის პრიორიტეტებზე. შეხვედრაზე მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საქართველოს პარლამენტის გეგმები და საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგი. ​UNDP-ის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0