პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ირაკლი მექვაბიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე აუდიტის სამსახურის საქმიანობის, ფუნქციებისა და პარლამენტთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების ნაწილში საპარლამენტო კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი ეფექტურ მუშაობას და აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ მხრივ სხვა კომიტეტების გააქტიურება და ჩართულობა. მხარეებმა ისაუბრეს იმ რეფორმებზე, რომელიც ირაკლი მექვაბიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გატარდა. პარლამენტის თავმჯდომარემ და გენერალურმა აუდიტორმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები განიხილეს.
პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა
02/06/2021