პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს, ლორა თორნტონს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი იყო.
არჩილ თალაკვაძემ და ლორა თორნტონმა საქართველოს პარლამენტსა და NDI-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
პარლამენტის თავმჯდომარე NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორს შეხვდა
02/07/2019