პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

25/06/2019

პარლამენტმა 94 ხმით ერთხმად პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძე აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო და არჩევის პროცესში მონაწილეობდა ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. კენჭისყრამდე კი თალაკავაძემ პარლამენტს 20-წუთიანი გამოსვლით მიმართა. როგორც მან განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს და ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს მშვიდი და საქმიანი ვითარება.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს.
სახელმწიფო ჰიმნის დასრულების შემდეგ თალაკვაძემ თავმჯდომარის ადგილი დაიკავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0