საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება:
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ან ძალიან იუმორით უნდა შევხედოთ, ან თუ ცოტათი მაინც სერიოზულად შევხედავთ-ეს ნიშნავს იმას, რომ უშიშროების საბჭოს მდივანს, რომელიც უშიშროების საბჭოს ისეთივე მუდმივი წევრია, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თურმე უფლება არ აქვს საკუთარი აზრი გამოთქვას უშიშროებისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ეს უკვე პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენ გვეკრძალება ნებისმიერ საკითხზე გამოვთქვათ საკუთარი აზრი, მათ შორის გამოვთქვათ აზრი ჩვენს კომპეტენციაში შემავალ მნიშვნელოვან საკითხებზე”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვივილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების საბჭოს მდივანს აზრის გამოთქმას უკრძალავს
08/06/2017