პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად ირაკლი ბერაია და კობა კობალაძე აირჩიეს

19/11/2016

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს უკვე ორი მოადგილე ჰყავს. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატებმა პირველი მოადგილე და უმრავლესობის კვოტით წარდგენილი მოადგილე აირჩიეს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია იქნება. რაც შეეხება უმრავლესობის კვოტით წარდგენილ მოადგილეს, კობა კობალაძეს მხარი მხოლოდ უმრავლესობამ დაუჭირა, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე უნდა ჰყავდეს, რომელიც ოპოზიციის კვოტით უნდა აირჩიონ. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი აბესაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს, რომლის კანდიდატურაზეც მსჯელობა კომიტეტის მომდევნო სხდომაზე მოხდება.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა კომიტეტის დებულებასაც დაუჭირეს მხარი, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0