პარლამენტის დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა

16/04/2016

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. აშშ-ში იმყოფებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გაგა კახიანი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის მოადგილე ხათუნა გოგორიშვილი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გუგული მაღრაძე.

მათივე ინფორმაციით, 11-16 აპრილის ჩათვლით ჩატარდა კონფერენცია,რომელიც დემოკრატიული პარტნიორობის პალატის(HDP) ორგანიზებით გაიმართა, დემოკრატიული პარტნიორობის პალატა (HDP) ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ნაწილია. ეს ღონისძიება NDI –ის USAID-ის მხარდაჭერითა და IRI-ს პარტნიორობით ჩატარდა.

ღონისძიების მთავარი თემა იყო – „პარლამენტის როლი საჯარო კეთილსინდისიერების გაძლიერება”.

დელეგაციის წევრებს სერთიფიკატები გადასცეს და მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრეს, ასევე დღეს საქართველოს დელეგაცია საქართველს საელჩოში სპეციალურ მიღებას დაესწრო.

“ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი იყო მთელი კვირა, ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავცვალეთ”, – განაცხადა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0