პარლამენტის ბიურომ 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

19/03/2024

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, კენჭსაყრელ საკითხებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის არჩევის საკითხი დაემატა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ფრაქციის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან რატი იონათამიშვილის გადადგომის და ფრაქციის თავმჯდომარედ მამუკა მდინარაძის არჩევის შესახებ, რომელიც ასევე შეითავსებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სტატუსს. ცვლილებებია განსახილველ საკითხებშიც, დღის წესრიგს რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად, „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაემატა. ბიურომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ და დაამტკიცა ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0