პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა

16/10/2023

„პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენს. 20 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე კი, ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარდგება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.

კანონმდებლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ მიერ მოთხოვნილია „თავისუფალი ტრიბუნა“.

ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და განსაზღვრეს სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0