პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა

10/05/2022

პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა. კანონმდებლები, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“; „საერთაშორისო დაცვის შესახებ“; „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“; „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“; „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის საკითხთან დაკავშირებით, კენჭისყრა საპარლამენტო ოპოზიციის თხოვნის საფუძველზე გადაიდო. დღესვე, ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0