პაპუნა მარგველიძემ საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

14/06/2021

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის, სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ონლაინ რეჟიმში გამართა.
სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ანგარიში მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ;
სავალდებულო სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით არსემული მდგომარეობა და გეგმების შესრულების საკითხი;
მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში;
სხდომაზე, სახელმწიფო რწმუნებულის მიერ რეკომენდაციები მიეცათ მერებს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებთან დაკავშირებით.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭო ხელს უწყობს მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას, რაც რეგიონის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0