პაატა ნადირაძის ინიციატივით, ქალაქის ქუჩების გადარეცხვა დაიწყო

27/01/2018

ჭიათურის მერის პაატა ნადირაძის ინიციატივით, ქალაქის ქუჩების გადარეცხვა დაიწყო. გადარეცხვითი სამუშაოები ნინოშვილის ქუჩიდან განხორციელდა. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია ნინოშვილის, აბაშიძის, ნიკოპოლისა და ჭავჭავაძის ქუჩის გადარეცხვა. სამუშაოების ჩატარება “ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი სპეც ავტომობილით მიმდინარეობს და მასში დასუფთავების სამსახურის სპეციალური ჯგუფებია ჩართული.
გადარეცხვის სამუშაოების მინდინარეობას ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე დასუფთავების სამსახურის უფროსთან ზურაბ ცარციძესთან ერთად დაესწრო. ქალაქის ტერიტორიაზე აღნიშნული სამუშაოები რეგულარულად განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0