პაატა ნადირაძემ ჭიათურაში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელები დაათვალიერა

11/04/2018

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსებთან ერთად ჭიათურაში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელები დაათვალიერა. ქალაქის მერი მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებულ ვითარებას გაეცნო და სამსახურის უფროსებთან ერთად იქ არსებული პრობლემების მოგვარებაზე იმსჯელა. ქალაქის პირველმა პირმა სამსახურის ხელმძღვანელებს მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგების გეგმის წარმოდგენა დაავალა. როგორც პაატა ნადირაძემ აღნიშნა, გადასასვლელებში არსებული პრობლემები ჭიათურაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს.
დღესვე, ჭიათურის მერმა მაღაროელთა მოედანი დაათვალიერა და მისი მოწესრიგებისთვის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსებს პროექტის მომზადება დაავალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0