საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებულთათვის განკუთვნილი სერვისების თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის მიზანია პროკურორებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც დაზარალებულთა სრულყოფილად ინფორმირებისა და დახმარების პროცესში გამოიყენებენ. შეხვედრის ფარგლებში პროკურორები ხვდებიან იმ სამსახურების, ფონდებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო დახმარებასა და თავშესაფრებს სთავაზობენ. ღონისძიებაში მონაწილეობენ პროკურორები, რომელთა ნაწილს უკვე გავლილი აქვს სპეციალური სასწავლო კურსი ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, ან მიმდინარე წლის ბოლომდე გაივლის.
ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებულთათვის განკუთვნილი სერვისების თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
26/10/2017