ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, „შრომის კოდექსის“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი მომზადდა, რომელიც პარლამენტმა 86 ხმით, ერთხმად მიიღო. ცვლილებების თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაზე გასაცემი დახმარება მნიშვნელოვნად იზრდება და 2023 წლის 1 იანვრიდან, მისი ოდენობა 2000 (არაუმეტეს) ლარით განისაზღვრება.
ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაზე გასაცემი დახმარება იზრდება
16/12/2022