ორნახევარჯერ მეტი სწრაფმავალი გზები კეთდება და 14%-ით უფრო იაფად იგება

07/06/2016

სწრაფმავალი გზები ორნახევარჯერ მეტი კეთდება, ვიდრე კეთდებოდა და 14%-ით უფრო იაფად იგება, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მშენებლობის ტემპები გაცილებით დიდია – თბილისში 70%-ით მეტია, ბათუმში – 76%-ით, ზოგადად საქართველოში კი 56%-ით.

”უნდა ნახოთ იუსტიციის სამინისტროს მიერ დახარჯული თანხები ერთ კვადრატულ მეტრზე, რამდენად იაფად და ხარისხიანად შენდება. აქვე გავიხსენებდი სწრაფმავალ გზებს, რომელიც ორ ნახევარჯერ მეტი კეთდება, ვიდრე კეთდებოდა და 14%-ით უფრო იაფად იგება. ეს 14% 4 წლის განმავლობაში დაახლოებით, 140 მილიონ ლარს შეადგენს. დაახლოებით, მილიარდი დაიხარჯა ამ სწრაფმავალი გზების მშენებლობაზე”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, 700-ზე მეტი საწამო გარემონტდა, ამოქმედდა და ახალი აშენდა, მათ შორის, 129 საწარმო ”სტარტაპით” აშენდა და 55 000 სამუშაო ადგილი გაჩნდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0