ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო – ოზურგეთელი მოჭიდავეების წარმატება

02/03/2016

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე პრიზიორ მოჭიდავეებს შეხვდა. თბილისში გამართულ ვლადიმერ მაისურაძის სახელობის ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სოფელ ლიხაურის საჭიდაო სკოლას 7 ოზურგეთელი სპორტსმენი წარმოადგენდა.
ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო – ამ შედეგით ახალგაზრდა მოჭიდავეები ოზურგეთს დაუბრუნდნენ.
100 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ოქროს მედალი საბა ცეცხლაძეს, 55 კილოგრამიან წონით კატეგორიაში – ირაკლი ძიმისტარიშვილს, ხოლო ბრინჯაო ლუკა ზაქარიაძეს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა სპორტსმენებს წარმატება კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორთან ავთანდილ სირბილაშვილთან და მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის განვითარების განყოფილების თანამშრომლებთან ერთად მიულოცა.
„ გულწრფელად მიხარია ოზურგეთელი სპორტსმენების ასეთი წარმატება. მადლობას ვუხდი მწვრთნელებს ალექსანდრე ბოლქვაძეს და ბექა ჩოფლიანს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მათ შესაფერისი სავარჯიშო პირობები შევუქმნათ და ყველა ეტაპზე მზად ვართ მხარი დავუჭიროთ,“ – აღნიშნა გამგებელმა.
ოზურგეთელი მოჭიდავეები საქართველოს პირველობისთვის ემზადებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0