სამეგრელოში ძლიერი ქარისგან შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება, მიმდინარე და ჩასატარებელი სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ რეგიონის მერებთან ერთად განიხილა.
„ორდღიანმა სტიქიამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს რეგიონს. უკვე მიმდინარეობს ზარალის დათვლა და გავქვს პირველადი მონაცემები, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგალითად 600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი დაუზიანა, მათ შორის 30 არის საცხოვრებელი კორპუსი. ასევე დაზიანებულია სამი საჯარო სკოლის სახურავი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ქალაქ ფოთის უმეტეს ნაწილს და რეგიონის სამოცამდე სოფელს. ენერგო-პრო ჯორჯიას მობილიზებული ყავს ბრიგადები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალლიტეტებიდან, მიმდინარეობს სამუშაოები და ვარაუდობენ, რომ თუ ქარი ჩადგება დღის ბოლომდე შეძლებენ დაზიანებული ობიექტების აღდგენას, თუმცა ხედავთ, რომ მეტეოროლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.
სენაკში ქარისგან მოგლეჯილი ხე სამარშუტო ტაქსს დაეცა, დაშავდა სამი მგზავრი, რომლებიც სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე მოგლეჯილმა ხეებმა პრობლემები შექმნა მოძრაობის მხრივ, დაზიანდა ტროტუარები, თუმცა მუნიციპალური სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხდა გზების გახსნა. ასევე დაზიანდა ბუნებრივია აირის მილები. მაგალითად ფოთში კუნძულის უბანში დაზიანებულია გაზის მილსადენი, სადაც მუშაობს სამმაშველო სამსახურთან ერთად სოკარ ჯორჯია გაზი, აღდგენით სამუშაოებზე. ანალოგიური სიტუაცია ხობში, სადაც აგრეთვე მუშაობენ სპეციალისტები ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად. სახელმწიფო რწმუნებულმა მადლობა გადავუხადა მუნიციპალურ სამსახურებს, რომლებიც უკვე მეორე დღეა 24 საათიან რეჟიმში ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში მუშაობენ.