ოპერის თეატრის სეზონის დახურვა 23 ივლისამდე გადაიდო

17/07/2016

საქართველოს სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის 164-ე სეზონის დახურვა, 23 ივლისამდე გადაიდო. სეზონს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ”აბესალომ და ეთერი” დახურავს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სახალხო არტისტები მიიღებენ. სპექტაკლი 23 ივლისს, 19:00 საათზე დაიწყება.
17 ივლისით დათარიღებული ბილეთების გამოყენება 23 ივლისს იქნება შესაძლებელი. ბილეთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში საფასური ანაზღაურდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0