ონში, ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

21/11/2019

ქალაქ ონში, ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან ემზარ საბანაძესთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლის ღირებულებაც 1 440 000 ლარს შეადგენს ირინე სხირტლაძის და დ. აღმაშენებლის ქუჩაზე ღობეებისა და საფეხმავლო ბილიკების სრულ რეაბილიტაციას, ხიდის მოაჯირების შეცვლას, დეკორატიული განათებისა და გამწვანების ზოლის მოწყობას ითვალისწინებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “იერი” აწარმოებს და პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0