ონის მუნიციპალიტეტში ახალი საავადმყოფოს რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება

13/09/2022

ონის მუნიციპალიტეტში საჩხერის საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფოს რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, პირველ მოადგილე – ქრისტინა კობახიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან ერთად, ქ. ონში ჩაჩაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებას გადაეცა. შეგახსენებთ რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ონის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებას შორის უთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. რაც გულისხმობს ქ. ონში ჩაჩაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის დროებით სარგებლობაში გადაცემას სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებისთვის. ხელშეკრულების ფარგლებში შენობა-ნაგებობა სრულად გარემონტდება და აღიჭურვება თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურით. ადგილზე ჩატარდება ლაბორატორიული, დიაგნოსტიკური და მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია.
ადგილობრივებს შეეძლებათ, ისარგებლონ გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით. გეგმიური ამბულატორიული მომსახურება: ოჯახის ექიმი, გინეკოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ნევროლოგი, ტრავმატოლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი, ანგიოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება: კლინიკაში 24 საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღე იქნება რეანომობილი. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის – გოჩა ენუქიძის, სახელმწიფო რწმუნებულის – პაპუნა მარგველიძის ინიციატივით ასევე სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორის – მიხეილ ქამუშაძის, დირექტორის მოადგილის – ბესარიონ სიმონიშვილის და მუნიციპალიტეტის მერის – სერგი ხიდეშელის ძალისხმევით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0