ონის მუნიციპალიტეტის კულტურულ სფეროში მნიშვნელოვანი ტენდენცია შეინიშნება

20/12/2017

ონის მუნიციპალიტეტის კულტურულ სფეროში მნიშვნელოვანი ტენდენცია შეინიშნება სხვადასხვა მიმართულებით. მუნიციპალიტეტს სამუშაოდ უბრუნდებიან კვალიფიციური ახალგაზრდები. ამის ერთერთი მაგალითია, კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული წრის ხელმძღვანელის, ახალგაზრდა ნიჭიერი ქორეოგრაფის, გიორგი რეხვიაშვილის დაბრუნება მშობლიურ კუთხეში. მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ფაკულტეტი. კულტურის ცენტრში მუშაობის დაწყების შემდგომ, ძალიან მალე მოიპოვა ახალგაზრდების სიყვარული და ამჟამად პედაგოგი 4 ჯგუფთან მუშაობს, რომელშიც 130 ბავშვია გაერთანებული. მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ორბა“. ანსამბლს უკვე აქვს სერიოზული წარმატებები. მაგალითად, 2016 წელს საერთაშორისო ფესტივალზე „ფიესტალონია“, რომელიც ქალაქ თბილისში გაიმართა, ანსამბლმა „ორბა“-მ პირველი ადგილი აიღო, ასევე პირველი ადგილის მფლობელი გახდა 2017 წელს ბათუმში გამართულ ფესტივალზე „შავი ზღვის ვარსკვლავი“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0