ოლიმპიადის ფინალში ხელვაჩაურის 2 ანსამბლი გადავიდა

23/05/2016

აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა მიმდინარეობს, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება. ოლიმპიადა წარმატებით მიმდინარეობს.
ოლიმპიადის ფინალი და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 2016 წლის 24 მაისს სსიპ – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. დასაწყისი 15:00 საათზე.

გამოვლინდა მეორე ტურში გამარჯვებული ანსამბლები:
• ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის კლუბთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ჰეანა”, ხელმძღვანელი ლილი აბდულიში;
• ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის კლუბთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ლივანა”, ხელმძღვანელი ციური ცინცაძე;
ოლიმპიადის მეორე ტურს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0