ოთხი საავტომობილო გზის მასშტაბური მშენებლობა

17/05/2016

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ერთდროულად ოთხი საავტომობილო გზის გენერალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფლის ცენტრალურ გზებზე სოფლებში ტყაია, ოირემე, დარჩელი, გრიგოლიში ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელის ედიშერ თოლორაიას განცხადებით
„გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია, შესაბამისად მასზე გადაადგილება უჭირდათ,როგორც ფეხით მოსიარულეებს ასევე ტრანსპორტით მოსარგებლეებსაც. გაზრდილი იყო ავარიების რისკი. 2013 წლიდან ჩვენ ინტენსიურად სოფლის ყველა გზის რეაბილიტაცია დავგეგმეთ და კიდევაც ვახორციელებთ. ამ გზებზე მინიმუმ 30 წელი სარემონტო და ორმული შეკეთებაც კი არ განხორციელებულა.“
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის მშენებლობა გრიგოლიშის ცენტრიდან ზუგდიდი-ყულიშკარის საავტომობილო გზამდე მიმდინარეობს. გზის სიგრძე 4200 მეტრს, სიგანე 5 მეტრს შეადგენს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება შეადგენს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარს.
გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0