ოთხივე მუნიციპალიტეტში გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი

08/01/2023

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებები დუშეთში — 25 დეკემბერს, თიანეთში — 30 დეკემბერს, ყაზბეგში — 3 იანვარს, ხოლო მცხეთაში დღეს ჩატარდა. საახალწლო პროგრამის ფარგლებში, ოთხივე მუნიციპალიტეტში გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. ასევე, მოეწყო საბავშვო სივრცეები და საშობაო ბაზრობა, სადაც მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა, პატარები ხვდებოდნენ ზღაპრის გმირებსა და თოვლის პაპას. დღის ბოლოს კი მოსახლეობის განწყობაზე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლები ზრუნავდნენ. მათ შორის საზოგადოების წინაშე წარდგნენ ჯგუფი «მგზავრები», ჯგუფი KILLAGES, ჯგუფი «რეგიონი», რუსა მორჩილაძე, თემურ ყვითელაშვილი, დათუნა სირბილაძე და «სალიო». ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0