გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხოდაშენში, კომპანიის „ბექაურის ვენახები“ ყურძნის მიღების პროცესს გაეცნენ და ღვინის საწარმო დაათვალიერეს. შპს „ბექაურის ვენახები“ 100 ჰექტარზე მეტ ვენახს ფლობს ახმეტის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. კომპანიამ 3 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა; კომპანიაში, ჯამში, 50 ადამიანია დასაქმებული. „ბექაურის ვენახები“, წელს 60,000-მდე ბოთლი ღვინის რეალიზაციას ჩინეთის ბაზარზე გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, ღვინის წარმოების განვითარებისათვის, გაცემულია 316 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს თანადაფინანსება 58 მლნ ლარს აღემატება.
ოთარ შამუგია შპს „ბექაურის ვენახების“ ღვინის საწარმოში იმყოფებოდა
19/09/2022