ოთარ შამუგია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

02/09/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, პიტერ ფიშერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ოთარ შამუგიამ პიტერ ფიშერს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა მჭიდრო პარტნიორობისა და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და აქტიური პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების სურვილი გამოთქვა. ოთარ შამუგიამ ელჩს ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული აგრარული დარგის და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების ხელშემწყობის პროექტები გააცნო და ქვეყნისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მეღვინეობის, ტყის მდგრადი მართვის, კლიმატის ცვლილების და დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა ოთარ შამუგიას მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი საკითხების განსაკუთრებული გულშემატკივრობის გამო, ელჩის რანგში მან პირველი ოფიციალური შეხვედრა, საგანგებოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დაგეგმა. მნიშვნელოვანია, რომ პიტერ ფიშერმა ქვეყნების შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნაწილში, მინისტრს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0