ოთარ შამუგია სამცხე-ჯავახეთის მხარის რეგიონული სამსახურების უფროსებს შეხვდა

05/05/2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების სამცხე-ჯავახეთის მხარის რეგიონული სამსახურების უფროსებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა სამსახურების მუშაობის შედეგები შეაჯამეს, იმსჯელეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, აქტუალურ თემებსა და სამომავლო გეგმებზე.
რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებმა მინისტრისგან მიიღეს დავალება, მოსახლეობასთან კომუნიკაცია უფრო აქტიური გახადონ და ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდონ იმ პროგრამებზე, სერვისებსა და მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომლებსაც სამინისტრო და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები ახორციელებენ და რომელთა მიზანი რეგიონის განვითარების ხელშეწყობაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0