ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის 6 კმ – მდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. გზის სამშენებლო სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია გაეცნო. პროექტი, რომლის ღირებულება 4 მილიონ 539 ათას 604 ლარს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.
ოზურგეთში 6 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
25/01/2019