შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ დარბაზში, ტურისტული კონფერენცია “ზღვიდან მთამდე“ გაიმართა. კონფერენციას დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი თინათინ ტყეშელაშვილი, მოწვეული სტუმრები, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენცია ოზურგეთის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა ტურიზმის სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.
შეხვედრაზე მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ისაუბრა გურიის ტურისტულ შესაძლებლობებსა და ამ სფეროში არსებულ პრობლემათა მოგვარების შესახებ.
გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ისაუბრეს აღნიშნულ სფეროში ინფრასტრუქტურის განვითარების, მომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობასა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
კონფერენცია “ზღვიდან მთამდე“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ოზურგეთში ტურისტული კონფერენცია “ზღვიდან მთამდე“ გაიმართა.
12/07/2019