„კალანდა 2020“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახლ – მუზეუმში ყველა ძველი ტრადიციის დაცვით ჩატარდა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, ჩიჩილაკის დამზადება, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი კალანდობისთვის დამახასიათებელი უძველესი ტრადიციებია. საკალანდო ღონისძიება ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა გააფორმეს.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ოზურგეთში ტრადიციული დღესასწაული კალანდა აღინიშნა
14/01/2020