ოზურგეთში ცნობილი ქორეოგრაფისა და ლოტბარის, საქართველოს სახალხო არტისტის, გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის მე-10 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი დასრულდა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა, უცხოურმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა. მოეწყო ფესტივალში მონაწილე ანსამბლების საზეიმო მსვლელობა. გაიმართა გალა-კონცერტი და მონაწილე ანსამბლების დაჯილდოება.
კონკურს-ფესტივალში უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსიისა და ესტონეთის ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები, ასევე საქართველოს რეგიონების ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. გრან-პრის მფლობელი გახდა ყაზახეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი “კარნავალი”. ფესტივალის მონაწილეები პირველი და მეორე ხარიხსის დიპლომებით, სხვადასხვა პრიზებით და ფესტივალის ლაურეატის დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
კონკურს – ფესტივალი ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილების, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრისა და საზოგადოება “არტ-გურიას” ორგანიზებით ჩატარდა .
ოზურგეთში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი დასრულდა.
10/07/2019