ოზურგეთში აქცია-„გაიღე სისხლი,გადაარჩინე სიცოცხლე“გაიმართა

07/03/2016

ქალაქ ოზურგეთში, საგანმანათლებლო რესურსცენტრში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის უანგარო დონორთა აქცია – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.
სისხლის ბანკის საქველმოქმედო აქციაში გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი და ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
უანგარო დონორთა აქციის ფარგლებში გუბერნიის თანამშრომლებმა სისხლი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენლებს ჩააბარეს.
აქციაში მონაწილეობის მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება გახლდათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0