ოზურგეთის სოფლებში ამბულატორიების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

11/10/2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა – რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში, ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს, რომელიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მიმდინარე სამუშაოებს, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, აკაკი შენგელია და ოზურგეთის მერის მოადგილე, ოსიკო თოთიბაძე გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0