ოზურგეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს შენობა გადაეცა

09/08/2016

ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი შენობა გადაეცა. ადმინისტრაციული ფართი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა დავით ტორუამ, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ დაათვალიერეს.
აღნიშნულ შენობაში ექიმებისთვის, ექთნებისა და მძღოლებისთვის მოსასვენებელი და სამუშაო ოთახები გამოიყო. აქვეა გათვალისწინებული მედიკამენტების შესანახი სასაწყობე სივრცეც. ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 55 თანამშრომელი ამ დრომდე ერთ-ერთი კერძო კლინიკის სამ ოთახში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა.
„ ქალაქ ოზურგეთის მერიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურს უვადო უზურფრუქტით რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი შენობა გადასცა. აქ ყველანაირი პირობა არსებობს იმისა, რომ ექიმებმა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ პაციენტებს. მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრის ხელმძღვანელობასა და ქალაქის მერს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0