ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილესთან ოსიკო თოთიბაძესთან ერთად დაათვალიერა. ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საკლასო ოთახები, სპორტ დარბაზები და სველი წერტილები მოეწყობა. პროექტების ჯამური ღირებულება 1 010 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები სწავლის დაწყებამდე დასრულდება და სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
05/09/2019