ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ სოფელ მერიაში სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის ცენტრი და საბავშვო ბაღის ტერიტორია ყოველი უამინდობის დროს იტბორებოდა. მიმდინარეობს წყლის გამტარი რკინა-ბეტონის მილის მონტაჟი, რომლის დასრულების შემდეგ აღნიშნული ტერიტორიები აღარ დაიტბორება.
პროექტის ღირებულება 11 955 ლარს შეადგენს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოფელ მერიაში სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
16/06/2017