ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში ფერომონების (მწერსაჭერების) განთავსება დაიწყო. ფერომონი მავნე მწერის ბიოლოგიის შესაბამისად დამუშავებული პრეპარატიანი მწერსაჭერია. მისი მოქმედების პრინციპია მამრი მწერების მიზიდვა და დაჭერა, რითაც მავნებლის რიცხოვნობის შემცირებასთან ერთად ხდება გამრავლების თავიდან აცილება და პოპულაციის შესუსტება. სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ფერომონების განთავსება სოფელ ბოხვაურში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, გურიის სამხარეო ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურების ორგანიზებით ხორციელდება.
იგეგმება მავნებლით დაზიანებული, გამხმარი ხეების მონიშვნისა და მოჭრის ღონისძიებები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში ფერომონების განთავსება დაიწყო
08/05/2017