ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალი 200 000 ლარს აჭარბებს

22/09/2016

ზარალის შემსწავლელმა სპეციალურმა კომისიამ სტიქიის შედეგები შეაჯამა. გუშინ უხვი ნალექის შედეგად სოფელ ბოხვაურში 23 საცხოვრებელ სახლს ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა. დაიტბორა ადგილობრივი მაცხოვრებლების ეზოები. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ხის დაცემის შედეგად ელექტროგადამცემი ბოძი წაიქცა. ენერგო-პრო ჯორჯიას თანამშრომლებმა აღდგენითი სამუშაოები ოპერატიულად დაიწყეს. ელექტრომომარაგება სოფელში აღდგენილია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში დილიდან მუშაობენ.
ზარალი 200 000 ლარს აჭარბებს. ბოლო მონაცემები გადაგზავნილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ წუთებში ოზურგეთში აღარ წვიმს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0