ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ზარალს ითვლიან

22/09/2016

გადაუღებელი წვიმის შედეგად დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2 სოფელი დაზარალდა. სოფელ ბოხვაურში 25-მდე საცხოვრებელ სახლს ძლიერმა წვიმამ და ქარმა სახურავები გადახადა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ბოხვაურის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ხე წაიქცა, რამაც ელოქტროგადამცემი ბოძი დააზიანა. ელექტროენერგია არ მიეწოდება 10-მდე ოჯახს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე. გამგებელი პირადად შეხვდა დაზარალებულებს.
პრობლემა შეიქმნა სოფელ ჭანიეთში, სადაც სოფლის შესასვლელი დაიტბორა. გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. ჭანიეთის მიმართულებით გადაადგილება პრობლემას აღარ წარმოადგენს.
სპეციალური კომისია ზარალის დათვლას შეუდგა.
ოზურგეთში ამ წუთებშიც წვიმს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0