ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს

15/03/2016

საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ახალი ინოვაციური პროექტების გაცნობით დაიწყო.
„ეფექტიანი მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მექანიზმების დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ და „ინფორმირების სისტემის ამოქმედება, თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად“ ის პროექტებია, რომლებსაც გურიის ახლაგაზრდული რესურსცენტრი და ოზურგეთის ახლაგაზრდა მეცნიერთა კლუბი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან პარტნიორობით ახორციელებს.
როგორც გურიის ახლაგაზრდული რესურსცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ღლონტმა ბიუროს წევრებს განუმარტა: „პროექტი განხორციელდება ოზურგეთის ხუთ სამიზნე სოფელში. ელექტონული მმართველობის მექანიზმების დანერგვა ითვალისიწნებს საკრებულოს სხდომების ონლაინ რეჟიმში ტრანსლირებას, რომელიც უკვე წარმატებით ხორციელდება და ამავდროულად სამიზნე სოფლებში საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრების შექმნას, საზოგადოებრივი აზრის კველვის ონლაინ ინსტრუმენტების შემუშავებასა და მოქლაქეთა „ონლაინ“ მონაწილეობას.“
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი საზოგადოებრივი ცენტრების ფუნქცია იქნება ყოველთვიურად საკრებულოს ღია სხდომების ტრანსლირებისას ინტერნეტის საშუალებით ადგილობრივ გადაწყვეტილებათა პროცესში მონაწილეობა, ადგილობრივი საჭიროების საკითხების განხილვა და ასევე მათი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებამდე მიტანა ელექტრონული ჩართულობის მექანიზმების გამოყენებით.
ახლაგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლის ლევან მჟავანაძის თქმით: „თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალქეთა ჩართულობას გაზრდის, ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალობება და აღნიშნული ჯგუფებისთვის შეტყობინებების (მესიჯების) დაგზავნის სისტემის დანერგვა, იმ მნიშვნელოვან საკითხების შესახებ, რომელიც საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების მუშაობის პროცესში გამოიკვეთება და ადგილობრივი თვითმმართველობას შეეხება.“
ბიუროს წევრებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივები მოიწონეს და მათ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობაც გადაუხადეს.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მზად არის ხელიშეუწყოს ყველა ახალი მექანიზმის დანერგავს, რაც გაზრდის ადგილობრივ მოქალაქეთა ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. ჩვენ ყოველთვის სიმაყით აღვნიშნავთ, რომ ორიენტირებულები ვართ გამჭვირვალობასა და საჯაროობაზე. ამ მიზნით თქვენთან თანამშრომლობით უკვე ვახორციელებთ პროექტებს, თუმცა მოქალაქეთა კიდევ უფრო გასააქტიურებლად, ანგარიშვალდებულების დონის ასამაღლებლად და სხვდსხვა სექტორების ინტეგრირების მიზნით, მზად ვართ ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ.“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.

პროექტების განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0