ნუცუბიძის პლატოზე სატვირთო ავტომანქანებით გადაადგილება გარკვეულ საათებში შეიზღუდება

02/06/2021

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობიდან გამომდინარე არსებული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო, ნუცუბიძის პლატოზე მობილობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, 3 ივნისიდან, 08:00 – 12:00 და 17:00 – 20:00 საათებში, ი. ბერიტაშვილის, რ. ჩხიკვაძის (ყოფილი ძოწენიძის ქუჩა), ბ. ჟღენტისა და ე. ბედიას ქუჩებზე სატვირთო ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0