თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გვიან ღამით „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა დაიწვა.
მანქანას ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა. მძღოლი პატრულის თანამშრომლებმა დროულად გადმოიყვანეს. ის არ დაშავებულა.
შემთხვევის ერთ-ერთ ვერსიად ავტომობილის გაუმართაობა სახელდება.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები მუშაობდნენ.
სამართალდამცველებმა მძღოლი დაკითხეს.