საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეუღლე ანიკო ლევაი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ. პრემიერ-მინისტრთა მეუღლეებმა მონასტერი მოილოცეს. ნუნუკა თამაზაშვილსა და ანიკო ლევაის მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა იღუმენია თეოდორამ უმასპინძლა. მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა პრემიერ-მინისტრთა მეუღლეებს საჩუქრად აზარფეშა და უძველესი ქართული ქვევრის სუვენირი გადასცეს, ასევე – მონასტრის დედების მიერ ამოვლებული ჩურჩხელები, კალენდარი და ბუკლეტი წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ.
ნუნუკა თამაზაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ
12/10/2023