ნორვეგიის სამეფომ ენერგეტიკის დარგში 4 მილიონი დოლარის საგრანტო პროგრამა დაამტკიცა

23/01/2018

ნორვეგიის სამეფომ ენერგეტიკის დარგში 4 მილიონი დოლარის საგრანტო პროგრამა დაამტკიცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მორთენ ჯონსინმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ უფროსმა თამარ ბაგრატიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ადამიანური რესურსებისა მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღავნელმა მიხეილ ზიბზიბაძემ ინსტიტუციონალური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.მემორანდუმის ფარგლებში ნორვეგიის სამეფო საქართველოს დახმარებას გაუწევს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობის, ნორმატიული ბაზის შემუშავებას და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0