ნოდარ ჯავახიშვილი დარიალის ხეობაში იმყოფება

24/06/2016

საქართველოს რეაგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე დარიალის ხეობაში იმყოფებიან და შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
23 ივნისს 18:00 საათზე, ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა შეცვალა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, კმ134-კმ135 მონაკვეთზე, საშიშ ზონაში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სტიქიის ზონაში ამ დროისთვის, დაზიანებული ადგილების შესწავლა-შეფასება და შესაბამისი ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს. ხეობაში მუშაობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი. გზის აღდგენითი სამუშაოები გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან სამუშაოების დაწყებაზე ნებართვის მიღებისთანავე დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0